„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ – შეხვედრა შშმ პირთა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან

12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული […]
ტარიე ერლანდსენმა და ჯოზეფინ ვინთერის საერთაშორისო ვორქშოფი

პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ (#CIF-2023-04) ფარგლებში ნორვეგიის ოსლოს რუდოლფ შტაინერის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ტარიე ერლანდსენმა და ჯოზეფინ ვინთერმა ილიაუნიში და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორკშოპები ჩაატარეს. ტარიე ერლანდსენის ვორკშოპი „სოციალური პედაგოგიკით თანამონაწილეობის და აღდგენის ხელშეწყობა“ პროექტის პერსონალისთვის (30.09.-4.10.); ჯოზეფინ ვინთერის ვორკშოპი „პედაგოგიური და ეპისტემოლოგიური პერსპექტივები მრავალფეროვნებაზე: ინკლუზია განათლებაში და დასაქმების დროს“ პროექტის მონაწილე სტუდენტებისთვის […]
„მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“ – საერთაშორისო ვორკშოპი/ტრენინგი

29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“. მარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის, ტერასის საექთნო სკოლისა და […]